ბუნებისმეტყველთა კლუბის ფიზიკის მიმართულებით პირველი გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც მეთორმეტე კლასის მოსწავლე თინათინ ქოქოშვილი უძღვება!

ბუნებისმეტყველთა კლუბის ფიზიკის მიმართულებით პირველი გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც მეთორმეტე კლასის მოსწავლე თინათინ ქოქოშვილი უძღვება. 


მოსწავლეების ინტერესი დიდი აღმოჩნდა, რამაც ორი ჯგუფის ჩამოყალიბება გამოიწვია. მათ იმუშავეს ძირითადად განვლილ მასალაზე და დაადგინეს თავიანთი სუსტი მხარეები მექანიკაში, ჰიდრო და აეროსტატიკის საფუძვლებში და სხვა საკითხებში. ამ თემების სიღრმისეული ანალიზისათვის და უკეთესი გააზრებისთვის მოსწავლეებს სერიოზული მუშაობა მოუწიათ.


კლუბი ასეთ რეჟიმში გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა დაეხმაროს მოსწავლეებს გამოცდებისთვის მომზადებაში და ფიზიკით დაინტერესებაში, რაც მათ საშუალებას მისცემს ფიზიკას  საფუძვლიანად დაეუფლონ.


ზემოთ